გადაწყვეტილება N 39 შ.პ.ს."ივერია ქსელი"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ.

ნომერი: 39 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2000

შ.პ.ს."ივერია ქსელი"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების

შეტანის შესახებ.

 

 

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ იტ ა :

 

  • გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ივერია ქსელი" (რეგისტრირებული ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 11 დეკემბრის N 03/4-796 დადგენილებით):
  • ა). ლიცენზია N 464 გაცემული 29.04.98 წელი – მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთშორისო კავშირებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - ციფრული სატელეფონო სადგურის მშენებლობა ქ. გორსა და გორის რაიონის სოფლებში;

    ბ). ლიცენზია N 465 გაცემული 29.04.98 წელი – მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურებალიცენზიის საგანი - ციფრული სატელეფონო სადგურის ექსპლუატაცია ქ. გორსა და გორის რაიონის სოფლებში;

    გ).ლიცენზია N 466 გაცემული 29.04.98 წელი – მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურებალიცენზიის საგანი - ციფრული სატელეფონო სადგურის მომსახურება ქ. გორსა და გორის რაიონის სოფლებში;

    დ).ლიცენზია N 467 გაცემული 29.04.98 წელი – მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - ციფრული სატელეფონო სადგურის მშენებლობა ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სოფლებში

    ე). ლიცენზია N 468 გაცემული 29.04.98 წელი – მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთარისო კავშირებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - ციფრული სატელეფონო სადგურის ექსპლუატაცია ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სოფლებში;

    ვ). ლიცენზია N 469 გაცემული 29.04.98 წელი – მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - ციფრული სატელეფონო სადგურის მომსახურება ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სოფლებში.

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
  •  

    კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები