გადაწყვეტილება N 4 “კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2000
მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2000
აქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 4
2000 წელი 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად
კომისიამ გადაწყვიტა:
1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იბერკომი” (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 19 ივლისის N06/4-1549 დადგენილებით):
ა) N1040 ლიცენზია გაცემული 21.07.99 წ. - მოქმედების ვადა 20.07.09 წ.
ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - ფიჭური სატელეფონო ქსელის მშენებლობა.
ბ) N1041 ლიცენზია გაცემული 21.07.99 წ. - მოქმედების ვადა 20.07.09 წ.
ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - ფიჭური სატელეფონო ქსელის ექსპლუატაცია,(ტელეფონია, ტაქსაფონია, და სხვა სერვისი) 1747 - 1760 მგჰც (მიღებაზე) და 1842 - 1855 მგჰც (გადაცემაზე) სიხშირულ დიაპაზონში.
გ) N1042 ლიცენზია გაცემული 21.07.99 წ. - მოქმედების ვადა 20.07.09 წ.
ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურება,(ტელეფონია, ტაქსაფონია, და სხვა სერვისი) 1747 - 1760 მგჰც (მიღებაზე) და 1842 - 1855 მგჰც (გადაცემაზე) სიხშირულ დიაპაზონში.
დ)N1220 ლიცენზია გაცემული 27.09.99 წ. - მოქმედების ვადა 20.07.09 წ.
ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით
მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - კავშირგაბმულობის საერთაშორისო სისტემების აგება.
ე) N1221 ლიცენზია გაცემული 27.09.99 წ. - მოქმედების ვადა 20.07.09 წ.
ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით
მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - კავშირგაბმულობის საერთაშორისო სისტემების ექსპლუატაცია
ვ) N1222 ლიცენზია გაცემული 27.09.99 წ. - მოქმედების ვადა 20.07.09 წ.
ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით
მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - კავშირგაბმულობის საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.
დ) N1227 ლიცენზია გაცემული 30.09.99 წ. მოქმედების ვადა 20.07.09 წ.
ლიცენზიის სახეობა - ტელეკომუნიკაციის ნუმერაციის სისტემის გამოყენებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - ოთხნიშნა 9272 და სამნიშნა 892 სერიული ნომრების გამოყენება.
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე