გადაწყვეტილება N 40 შ.პ.ს."დმნ კომუნიკაცია"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 40 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2000

შ.პ.ს."დმნ კომუნიკაცია"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების

შეტანის შესახებ

 

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

  • გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "დმნ კომუნიკაცია" (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 3 დეკემბრის N 4/4-864 დადგენილებით):
  • ა). ლიცენზია N 237 გაცემული 07.03.97 წელი – მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - დასავლეთის მარშრუტის ნავთობსადენისათვის კავშირგაბმულობის საშუალებათა ექსპლუატაციაზე

    ბ) ლიცენზია N 238 გაცემული 07.03.97 წელი – მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი – დასავლეთის მარშრუტის ნავთობსადენისათვის კავშირგაბმულობის საშუალებათა მშენებლობაზე

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
  •  

    კომისიის თავმჯდომარე : ვ.აბაშიძე.

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები