გადაწყვეტილება N 50 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება”სისტემა გამა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემებისშეტანის შესახებ

ნომერი: 50 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2000

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება”სისტემა გამა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემებისშეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სისტემა გამა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 20 მაისის N4/4-452  დადგენილებით):

ლიცენზია N 538 გაცემული 05.98 წ- მოქმედების ვადა ხუთი (5) წ.

ლიცენზიის სახეობა -  სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი - 102,9 და 104,3 მგჰც სამუშაო სიხშირეები 250 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

2. გაუქმდეს შ.პ.ს „გამა”-ს კუთვნილი ხუთი(5) ლიცენზია: NN 223, 253, 254, 255, 266 საკუთარი განცხადების თანახმად და „ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ. აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები