გადაწყვეტილება N 56 შ.პ.ს.”ომეგა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 56 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2000

შ.პ.ს.”ომეგა”- -ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ომეგა” (რეგისტრირებული ქ. მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 4 დეკემბრის N46/4-100  დადგენილებით):

ა). ლიცენზია N 946 გაცემული 14.05.1999 წ. მოქმედების ვადა 15.06.2008 წ.

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი - სატელევიზიო მაუწყებლობა მე-10 (207,25-213,75) სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის დაბა მანგლისის ტერიტორიაზე განთავსებით

ბ). ლიცენზია N 1256 გაცემული 29.09.1999 წ. მოქმედების ვადა 17.09.2009 წ.

ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი - თანამგზავრული სადგურის საშუალებით ინტერნეტში ჩართვა – ინტერნეტ-სერვის პროვაიდერობა.

2. მოდიფიცირებულ იქნეს შ.პ.ს.”ომეგა”-ს N 1256 ლიცენზია საკუთარი განცხადების თანახმად და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განესაზღვროს 2001 წლის 1 ივლისამდე.

3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები