გადაწყვეტილება N 6 “კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში სააქციო საზოგადოება “გლობალ-ერთი"
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2000
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2000
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 6
2000 წელი 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად
კომისიამ გადაწყვიტა:
1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში სააქციო საზოგადოება „გლობალ-ერთი” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 20 ივნისს N2/5-33 დადგენილებით):
ა) N381 ლიცენზია გაცემული 29.12.97 წ. - მოქმედების ვადა 23.12.00 წ.
ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - თბილისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, გურჯაანში და ოზურგეთში მიწისზედა თანამგზავრული სადგურის ექსპლუატაცია (14125 მგჰც მიღებაზე და 11075 მგჰც გადაცემაზე) სამუშაო სიხშირეების გამოყენებით.
ბ) N586 ლიცენზია გაცემული 08.05.98 წ. - მოქმედების ვადა 23.12.00 წ.
ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით
მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ხმოვანი გადაცემები მიწისზედა თანამგზავრული სადგურის საშუალებებით.
გ) N775 ლიცენზია გაცემული 01.12.98 წ. - მოქმედების ვადა 29.12.00 წ.
ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით
მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვა
დ) N140 ლიცენზია გაცემული 03.07.96 წ. მოქმედების ვადა 03.07.01 წ.
ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით
მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - საინფორმაციო მონაცემთა გადაცემის გამოყოფილი ქსელების შექმნა და მათი მეშვეობით მოსახლეობისა და წარმოება-დაწესებულებების მომსახურება, როგორც თბილისში, ასევე საქალაქთაშორისო და საერთაშორისო.
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე