გადაწყვეტილება N 9 “კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2000
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2000
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 9
2000 წელი 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად
კომისიამ გადაწყვიტა:
1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სიტა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 8 მარტის Nფ-4/4-4 დადგენილებით):
ა) N416 ლიცენზია გაცემული 07.04.98 წ. - მოქმედების ვადა 07.04.01 წ.
ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - თვითმფრინავიდან დედამიწაზე არსებული კომპიუტერული ცენტრებისათვის, 131,725 მგჰც სამუშაო სიხშირის გამოყენება.
ბ) N973 ლიცენზია გაცემული 07.05.99 წ. - მოქმედების ვადა 12.05.01 წ.
ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება
ლიცენზიის საგანი - საკომუნიკაციო კავშირების დასამყარებლად 11,063 მგჰც (მიღებაზე) 14,063 მგჰც (გადაცემაზე) სამუშაო სიხშირეების გამოყენება.
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის
იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე
ვ. აბაშიძე