საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკონსულტაციო (ექსპერტთა) საბჭოს შემადგენლობის, დებულებისა და 2001 წლის სამუშაო გეგმის განხილვის შესახებ

ნომერი: 1 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რა  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკონსულტაციო (ექსპერტთა) საბჭოს შემადგენლობის, დებულებისა და 2001 წლის სამუშაო გეგმის  წარმოდგენილი პროექტები:

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკონსულტაციო (ექსპერტთა) საბჭოს შემადგენლობის, დებულებისა და 2001 წლის სამუშაო გეგმის წარმოდგენილი პროექტები კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

2. დაევალოს საკონსულტაციო (ექსპერტთა) საბჭოს მდივანს რ.სვანიძეს, უზრუნველყოს 20 (ოცი) დღის ვადაში საკონსულტაციო (ექსპერტთა) საბჭოს მოწვევა, ექსპერტთა მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით საკონსულტაციო (ექსპერტთა) საბჭოს შემადგენლობის, დებულებისა და 2001 წლის სამუშაო გეგმის განხილვა, შემდგომში მისი კომისიის სხდომაზე  დასამტკიცებლად წარმოდგენის მიზნით;

  3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს საქმეთა მმართველს ი.ხარებავას.

კომისიის  თავმჯდომარე                              ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები