გადაწყვეტილება N 10 შ.პ.ს.”ინფოტელი”-ს ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001
მიღების თარიღი იანვარი 25, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინფოტელი”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 30 მაისის N5/4-1280 დადგენილებით):
ა).ლიცენზია N 725 გაცემული 10.08.98წ. - მოქმედების ვადა 29.07.2003 წ.
ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება
ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით
ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება
ბ).ლიცენზია N 728 გაცემული 10.08.98წ. - მოქმედების ვადა 29.07.2003 წ.
ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება
ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება
ლიცენზიის საგანი: სატელეკომუნიკაციო სისტემებით მომსახურება
ლიცენზია N 728-ის დანართი1 : ლიცენზიის მე-4 პუნქტში შეტანილია ცვლილება
ლიცენზიის საგანი: სატელეკომუნიკაციო სისტემებით მომსახურება, მათ შორის ხმისა და მონაცემების გადაცემა, საერთაშორისო და ადგილობრივი შემომავალი და გამავალი კავშირების ჩათვლით.
ლიცენზია N 728-ის დანართი2: კომპანიას გამოეყო საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ოპერატორის არჩევისათვის შეღწევადობის კოდი 8-19.
2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე
ვ.აბაშიძე.