გადაწყვეტილება N 106 შპს “რუსთავი 2 ონლაინი”-სათვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 106 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2001

მიღების თარიღი მარტი 16, 2001

 

შპს „რუსთავი 2 ონლაინი”-სათვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო

სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის

გამოყენებით ლიცენზიის გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა 

და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს შ.პ.ს. „რუსთავი 2 ონლაინს” ლიცენზია საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები