გადაწყვეტილება N 107 შპს “საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრი”-სათვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 107 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2001

მიღების თარიღი მარტი 16, 2001

შპს „საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრი”-სათვის საქალაქთაშორისო

და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა

და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შ.პ.ს. „საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრს”  ლიცენზია საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: ფიქსირებული ქსელის შემოკლებული სატელეფონო ნომრის გამოყენებით ნახევრად ავტომატური და ხელით მომსახურების სისტემით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება.

ნუმერაციის რესურსი: ლიცენზიის მფლობელს მიეცეს ნუმერაციის რესურსის 0 7 (ნული შვიდი) გამოყენების უფლება ლიცენზიის მოქმედების ვადით.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

                                    კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები