გადაწყვეტილება N 110 შ.პ.ს.”მეგა-TV”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 110 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

  შ.პ.ს.”მეგა-TV”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიმ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391  მუხლის  შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მეგა-TV”-ს (რეგისტრირებული     ხონის  რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 ნოემბრის N58/4-21  დადგენილებით):

ლიცენზია N213 გაცემული 28.12.96წ. - მოქმედების ვადა სამი (3) წ.

ლიცენზიის სახე – სიხშირული სპექტრის გამოყენებით  მომსახურება

ლიცენზიის სახეობა – საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი – მე-2 სატელევიზიო მეტრული არხი 10 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.ხონი და მიმდებარე რაიონები).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

კომისიის თავმჯდომარე                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები