გადაწყვეტილება N 111 შ.პ.ს.”მეგა-TV”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 111 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

  შ.პ.ს.”მეგა-TV”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის   54-ე მუხლისა და  "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად  

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

„მეგა-TV” (რეგისტრირებული     ხონის  რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 ნოემბრის

N58/4-21  დადგენილებით):

ლიცენზია N213 გაცემული 28.12.96წ. - მოქმედების ვადა სამი (3) წ.

ლიცენზიის სახე – სიხშირული სპექტრის გამოყენებით  მომსახურება

ლიცენზიის სახეობა – საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი – მე-2 სატელევიზიო მეტრული არხი 10 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.ხონი და მიმდებარე რაიონები).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები