გადაწყვეტილება N 112 შ.პ.ს.”დია”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 112 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

  შ.პ.ს.”დია”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391  მუხლის  შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დია”-ს (რეგისტრირებული     ხაშურის  რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 აპრილის N65/4-31  დადგენილებით):

ლიცენზია N  216 გაცემული 13.01.1997წ.- მოქმედების ვადა სამი (3) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი: მე-11 სატელევიზიო მეტრული არხი მეორადი გამოყენების უფლებით 10 ვატი სიმძლავრის  გადამცემის გამოყენებით. (ქ. ხაშური და მიმდებარე ტერიტორია)

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                     ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები