გადაწყვეტილება N 113 შ.პ.ს.”დია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 113 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

  შ.პ.ს.”დია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის   54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დია” (რეგისტრირებული     ხაშურის  რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 აპრილის N65/4-31  დადგენილებით):

ლიცენზია N  216 გაცემული 13.01.1997წ.- მოქმედების ვადა სამი (3) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი: მე-11 სატელევიზიო მეტრული არხი მეორადი გამოყენების უფლებით 10 ვატი სიმძლავრის  გადამცემის გამოყენებით. (ქ. ხაშური და მიმდებარე ტერიტორია)

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები