გადაწყვეტილება N 116 შ.პ.ს.”დიდგორი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 116 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

  შ.პ.ს.”დიდგორი”-ს   კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დიდგორი”-ს (რეგისტრირებული  ქ.თბილისის საბურთალოს  რაიონული სასამართლოს 1995 წლის 17 ოქტომბრის N5ა/4-145  დადგენილებით):

ლიცენზია N 733 გაცემული 01.10.98წ.- მოქმედების ვადა 26.03.2000  წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშრისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: მრავალარხიანი საკაბელო-სატელევიზიო მაუწყებლობის სადგური სიგნალის გამოსასვლელი დონით 120დბ.მკვ-მდე.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

კომისიის  თავმჯდომარე                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები