გადაწყვეტილება N 118 შ.პ.ს.”ხეთა”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 118 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

  შ.პ.ს.”ხეთა”-ს   კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391  მუხლის  შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო საინჟინრო და მენეჯმენტის ჯგუფი-ხეთა”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს N5ა/4-627  დადგენილებით):

ლიცენზია N 1218 გაცემული 23.09.99წ.- მოქმედების ვადა 17.09.2004 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი: კავშირგაბმულობის ქსელებისა და სისტემების მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია და მომსახურება

ლიცენზია N 1216 გაცემული 23.09.99წ.- მოქმედების ვადა 17.09.2004 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემების გამოყენებით

ლიცენზიის საგანი: ინტერნეტით მომსახურება – მონაცემთა, ხმისა და გამოსახულების გადაცემა

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

კომისიის თავმჯდომარე                                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები