გადაწყვეტილება N 119 შ.პ.ს.”ხეთა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 119 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

  შ.პ.ს.”ხეთა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო საინჟინრო და მენეჯმენტის ჯგუფი-ხეთა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს N5ა/4-627  დადგენილებით):

ლიცენზია N 1218 გაცემული 23.09.99წ.- მოქმედების ვადა 17.09.2004 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი: კავშირგაბმულობის ქსელებისა და სისტემების მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია და მომსახურება

ლიცენზია N 1216 გაცემული 23.09.99წ.- მოქმედების ვადა 17.09.2004 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემების გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: ინტერნეტით მომსახურება – მონაცემთა, ხმისა და გამოსახულების გადაცემა

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები