გადაწყვეტილება N 12 შ.პ.ს.”სელკომ-პლუსი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 12 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

შ.პ.ს.”სელკომ-პლუსი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო  მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  391-ე მუხლის  შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სელკომ-პლუსი”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისი კრწანისი-მთაწმინდის  რაიონული სასამართლოს 1999 წლის 31 აგვისტოს N06/4-108  დადგენილებით):

ლიცენზია N 1178 გაცემული 09.99 წ - მოქმედების ვადა 17.09.2009წ.

ლიცენზიის სახე –ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო  კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი  -სატელეფონო კავშირებით მომსახურება.

2.ლიცენზიის განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  391-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე  განესაზღვროს 2001 წლის 1 ივლისამდე.

3.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები