გადაწყვეტილება N 121 შ.პ.ს. ტელერადიოკომპანია ”იმპერია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 121 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

  შ.პ.ს. ტელერადიოკომპანია ”იმპერია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ტელერადიოკომპანია „იმპერია” (რეგისტრირებული     ახალციხის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 16 აგვისტოს N20/4-62  დადგენილებით):

ლიცენზია N  552 გაცემული 01.06.98წ.- მოქმედების ვადა სამი (3) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი:  მე-9 სატელევიზიო არხი ახალციხის შუაგულში 30 მ სიმაღლის ანძაზე 20 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით მეორადი გამოყენების უფლებით (ქ. ახალციხე)

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები