გადაწყვეტილება N 122 შ.პ.ს.”ბათუმი ნეტ”-ის კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 122 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

  შ.პ.ს.”ბათუმი ნეტ”-ის   კუთვნილი  ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391  მუხლის  შესაბამისად.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბათუმი ნეტ”-ის (რეგისტრირებული ქ. ბათუმის სასამართლოს 1998 წლის 15 აპრილის N01/04-881  დადგენილებით):

ლიცენზია N 672 გაცემული 30.07.98წ.- მოქმედების ვადა 16.07.2001 წელი

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი: მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მშენებლობა ინტერნეტის ქსელით მომსახურებისათვის

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები