გადაწყვეტილება N 124 შ.პ.ს. ტელე-რადიო კომპანია”მწვანე ტალღა”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 124 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

  შ.პ.ს. ტელე-რადიო კომპანია”მწვანე ტალღა”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391  მუხლის  შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ტელე-რადიო კომპანია „მწვანე ტალღა”-ს (რეგისტრირებული  ქ.თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1995 წლის  18 ივლისის N5ა/4-28დადგენილებით):

ლიცენზია N  70 გაცემული 18.09.95წ.- მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი:  რადიო არხი  107,4 მგჰც,750ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.თბილისი)

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები