გადაწყვეტილება N 125 შ.პ.ს. ტელე-რადიო კომპანია”მწვანე ტალღა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 125 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

  შ.პ.ს. ტელე-რადიო კომპანია”მწვანე ტალღა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ტელე-რადიო კომპანია „მწვანე ტალღა” (რეგისტრირებული  ქ.თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1995 წლის  18 ივლისის N5ა/4-28დადგენილებით):

ლიცენზია N  70 გაცემული 18.09.95წ.- მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი:  რადიო არხი  107,4 მგჰც, 750ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით  (ქ.თბილისი)

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები