გადაწყვეტილება N 127 შ.პ.ს.”ჯორჯექსი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 127 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

    შ.პ.ს.”ჯორჯექსი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯექსი” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის  სასამართლოს 1996 წლის 4 ივნისის N4/4-469  დადგენილებით):

ლიცენზია N 557 გაცემული 08.06.98წ.- მოქმედების ვადა 29.05.2000 წ.

ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით და დატარებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: მოსახლეობის მომსახურება ყველა სახის საფოსტო გზავნილებით (წერილები, ბარათები, ბანდეროლები, ამანათები, ფულის გზავნილები)

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები