გადაწყვეტილება N 13 შ.პ.ს.”სელკომ-პლუსი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და წყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 13 / 5

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

შ.პ.ს.”სელკომ-პლუსი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში  გატარებისა და წყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო  მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სელკომ-პლუსი” (რეგისტრირებული ქ. თბილისი კრწანისი-მთაწმინდის  რაიონული სასამართლოს 1999 წლის 31 აგვისტოს N06/4-108  დადგენილებით):

ლიცენზია N 1178 გაცემული 09.99 წ - მოქმედების ვადა 17.09.2009წ.

ლიცენზიის სახე –ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო  კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი  -სატელეფონო კავშირებით მომსახურება.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები