გადაწყვეტილება N 130 შ.პ.ს.”ინფოკომი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 130 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

შ.პ.ს.”ინფოკომი”-ს  კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინფოკომი”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის  რაიონული სასამართლოს 1997 წლის 19 სექტემბრის N4/4-1241  დადგენილებით):

ლიცენზია N 376 გაცემული 03.12.97, მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სადგურის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი: მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მომსახურება  14,258-14,294 გჰც (გადაცემაზე) და 11,458-11,484 გგჰც (მიღებაზე)  სამუშაო სიხშირეების გამოყენებით:

ლიცენზია N 921 გაცემული 13.04.99, მოქმედების ვადა 19.03.2004 წელი

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის, სატელეგრაფო, სატელექსო ქსელებითა და ელექტრონული ფოსტით მომსახურება

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები