გადაწყვეტილება N 133 შპს “მაგთიკომი”-სათვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 133 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

შპს „მაგთიკომი”-სათვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე

თანამგზავრული სისტემის გამოყენებით ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს შ.პ.ს. „მაგთიკომს” ლიცენზია მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები