გადაწყვეტილება N 135 კომპანია “ტარო ინვესტი”-ს საქართველოს წარმომადგენლობისათვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 135 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

კომპანია „ტარო ინვესტი”-ს საქართველოს წარმომადგენლობისათვის

მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით

მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს კომპანია „ტარო ინვესტის” საქართველოს წარმომადგენლობას ლიცენზია მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე  (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება

ნუმერაციის რესურსი: ლიცენზიის მფლობელს მიეცეს ინტერნეტის ქსელის მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსის – 8004 (რვა-ნული-ნული-ოთხი) გამოყენების უფლება საქართველოში განსახორციელებელი ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლამდე.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები