გადაწყვეტილება N 136 შპს “მაგთიკომი”-სათვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 136 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

შპს „მაგთიკომი”-სათვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის

საკაბელო ქსელით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს შ.პ.ს. „მაგთიკომს” ლიცენზია მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე  (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება;

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.

3.დაევალოს იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები