გადაწყვეტილება N 137 შპს “მაგთიკომი”-სათვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის მიწისზედა ქსელით მომსახურებაზე სიხშირეების გამოყენებით ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 137 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2001

მიღების თარიღი მარტი 23, 2001

შპს „მაგთიკომი”-სათვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის მიწისზედა ქსელით

მომსახურებაზე სიხშირეების გამოყენებით ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შ.პ.ს. „მაგთიკომს” მისი ლიცენზიების N153 და N958 საფუძველზე გამოყოფილი სიხშირული სპექტრის (905-915, 950-960, 891.8-895.0, 936.8-940.0, 1760-1775, 1855-1870 მგჰც) გამოყენებით, ლიცენზია მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის მიწისზედა ქსელით მომსახურებაზე სიხშირეების გამოყენებით (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის მიწისზედა ქსელით მომსახურება   სახშირეების გამოყენებით.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები