გადაწყვეტილება N 14 შ.პ.ს.”GTC ინტერნაციონალი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 14 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

შ.პ.ს.”GTC ინტერნაციონალი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  39-ე მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „GTC ინტერნაციონალი”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის   რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 ივლისის N06/4-49  დადგენილებით):

ლიცენზია N 1125 გაცემული 13.08.99 წ - მოქმედების ვადა 03.08.2009წ.

ლიცენზიის სახე –  თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა – საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით;

ლიცენზიის საგანი  -საერთაშორისო სატელეფონო სადგურით მომსახურება.

2.ლიცენზიის განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა საკუთარი განცხადების თანახმად და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  391-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე  განესაზღვროს 2001 წლის 1 ივლისამდე.

3.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები