გადაწყვეტილება N 142 შ.პ.ს. ”აიეტი ტვ“- სათვის საქართველოში რადიოელექტრონული საშუალებების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 142 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

 

საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერია”- სათვის გადამცემის განთავსებისა და რადიოსარელეო ხაზის სამუშაო სიხშირის გამოყოფის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის  შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის  მე-2 პუნქტის და 49-მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1. დაერთოს ნება საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერია”-ს განათავსოს ფუნიკულიორის პლატოზე შ.ს.ს.-ს კუთვნილ ანძაზე რადიოსამაუწყებლო პროგრამის რეტრანსლირებისათვის გადამცემი მოწყობილობა შ.ს.ს-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

2. გამოეყოს საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერია”-ს რადიოსარელეო ხაზის სამუშაო სიხშირე 396,000 მგჰც მეორად საფუძველზე, საპატრიარქოს შენობიდან მთაწმინდის პლატოზე განთავსებულ გადამცემამდე რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად;

3. განესაზღვროს საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერია”-ს რადიოსარელეო ხაზის სამუშაო სიხშირით სარგებლობის ვადა - ორი წელი, 2003 წლის 1 აპრილამდე;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს

კომისიის წევრი                                             დ.პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები