გადაწყვეტილება N 148 შ.პ.ს. “ჯეონეთი”-ს N 650 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 148 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

შ.პ.ს. „ჯეონეთი”-ს N 650  ლიცენზიის მოდიფიცირებისა და

ვადის გაგრძელების  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1 პუნქტისა და 39-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს ვადა შ.პ.ს. „ჯეონეთის” N 650 ლიცენზიას და მოქმედების ვადა განესაზღვროს 2011 წლის 30 მარტამდე.

2. მოდიფიცირებულ იქნეს შ.პ.ს. „ჯეონეთის” ლიცენზია N 650 და ლიცენზიით ნებადართულ საქმიანობად განისაზღვროს:

3. ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება

4. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური  სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები