გადაწყვეტილება N 149 ს/ს “გლობალ ერთი”-ს N 586 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 149 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

ს/ს „გლობალ ერთი”-ს N 586 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და

ვადის გაგრძელების  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1 პუნქტისა და 39-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.გაუგრძელდეს ვადა ს/ს ”გლობალ ერთი”-ს N 586 ლიცენზიას (დანართთან ერთად) და მოქმედების ვადა განესაზღვროს 2011 წლის 30 მარტამდე.

2.მოდიფიცირებულ იქნეს ს/ს „გლობალ ერთი”-ს

ლიცენზია N 586 და ლიცენზიით ნებადართულ საქმიანობად განესაზღვროს:

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემების გამოყენებით

3.კოდის გამოყენებით ლიცენზიაზე, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის, 5000 ლარის, გადახდა მოხდეს ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე კომისიის  გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში.

4.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური  სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები