გადაწყვეტილება N 15 შ.პ.ს.”GTC ინტერნაციონალი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001
მიღების თარიღი იანვარი 25, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „GTC ინტერნაციონალი” (რეგისტრირებული ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 ივლისის N06/4-49 დადგენილებით):
ლიცენზია N 1125 გაცემული 13.08.99 წ - მოქმედების ვადა 03.08.2009წ.
ლიცენზიის სახე თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით;
ლიცენზიის საგანი -საერთაშორისო სატელეფონო სადგურით მომსახურება.
2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე
ვ.აბაშიძე.