გადაწყვეტილება N 150 შ.პ.ს. “სკს”-ისათვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 150 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

შ.პ.ს. „სკს”-ისათვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შ.პ.ს. „სკს”-ს  ლიცენზია საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების

მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები