გადაწყვეტილება N 152 შ.პ.ს. “მ-მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენ”-ისათვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001
მიღების თარიღი მარტი 30, 2001
შ.პ.ს. „მ-მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენ”-ისათვის საფოსტო კავშირით
მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შ.პ.ს. „მ-მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენ”-ს ლიცენზია საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების
მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე