გადაწყვეტილება N 154 ს/ს “ეგრისი”-ს N 345 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 154 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

ს/ს „ეგრისი”-ს N 345 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მოდიფიცირებულ იქნეს ს/ს „ეგრისი”-ს ლიცენზია N 345 (დანართით);

            მინიჭებული ნუმერაციის რესურსი 807 (რვა-ნული-შვიდი) გამოყენებულ იქნას საერთაშორისო და საქალაქთაშორისო კავშირების დასამყარებლად;

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკური  სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები