გადაწყვეტილება N 155 შ.პ.ს.”მზე“- სათვის საქართველოში მაღალსიხშირულ მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 155 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

შ.პ.ს.”მზე„- სათვის საქართველოში მაღალსიხშირულ მოწყობილობების

შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნებართვა შ.პ.ს.”მზე”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობები GSM სტანდარტის, ფირმა MOTORROLA-ს 40 ცალი Timeport 250 და v.50 მობილური ტელეფონები, შეკვეთს ფორმის 7186610300001-ში ჩამონათვალის მიხედვით .

2. უზრუნველყოს შ.პ.ს. „მზე”-მ მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები