გადაწყვეტილება N 157 შ.პ.ს.”ტრანს ჯორჯია ტელეკომ კორპორაცია”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 157 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  შ.პ.ს.”ტრანს ჯორჯია ტელეკომ კორპორაცია”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.მოდიფიცირებულ იქნეს „ტრანს ჯორჯია ტელეკომ კორპორაცია”-ს (რეგისტრირებული ა.შ.შ.-ს ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს მიერ რეგისტრაციის მოწმობა N 991025000):

ლიცენზია N 1168 გაცემული 09.99წ.- მოქმედების ვადა 17.09.2009 წელი

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: ოპტიკურ-ბოჭკოვანი და მაგისტრალური ქსელის მშენებლობა ფოთი (საქართველო) - რიზე (თურქეთი) მონაკვეთზე, ექსპლუატაცია და მომსახურება.

2.მოდიფიცირებულ იქნეს N 1168 ლიცენზია საკუთარი განცხადების თანახმად და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქრთველოს კანონის 391-ე მუხლის   მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განესაზღვროს 2001 წლის 1ივლისამდე. 

3.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები