გადაწყვეტილება N 16 შ.პ.ს.”საქტელი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 16 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

შ.პ.ს.”საქტელი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  39-ე მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქტელი”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს   რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის N5/4-1789  დადგენილებით):

ა).ლიცენზია N 745 გაცემული 11.98წ. - მოქმედების ვადა 19.11.2003 წ.

ლიცენზიის სახე - თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი  - მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება

ბ).ლიცენზია N 748 გაცემული 11.98წ. - მოქმედების ვადა 19.11.2003 წ.

ლიცენზიის სახე  - ადგილობრივი, საქალაქთაშრისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მოომსახურება

ლიცენზიის საგანი   - ადგილობრივი სატელეფონო სადგურებითა და ქსელებით მომსახურება

გ).ლიცენზია N 751 გაცემული 11.98წ. - მოქმედების ვადა 19.11.2003 წ.

ლიცენზიის სახე      - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობა

ლიცენზიის საგანი- უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირით მომსახურება შემდეგი სამუშაო სიხშირეების გამოყენებით 3405-3436 მგჰც და 3465-3492 მგჰც დიაპაზონში

დ).ლიცენზია N 825 გაცემული 01.99წ. - მოქმედების ვადა 19.11.2003 წ.

ლიცენზიის სახე       - თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით

2.მოდიფიცირებულ იქნეს შ.პ.ს.”საქტელი”-ს NN 744, 824 და 825 ლიცენზიები და N744 –ისა და N824-ის დანართები გახდეს N 825-ის დანართი, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

ლიცენზიის საგანი   - საერთაშორისო სატელეფონო სადგურებისა და ქსელებით მომსახურება

3.მოდიფიცირებულ იქნეს  შ.პ.ს.”საქტელი”-ს NN 745, 748, 751 და 825 ლიცენზიები საკუთარი განცხადების  თანახმად და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”საქართველოს კანონის 391-ე მუხლის  მე-3 პუნქტის საფუძველზე, განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების ვადა  განესაზღვროს 2001 წლის 31 დეკემბრამდე.

4.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები