წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 161 შ.პ.ს.”თ და მ”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 161 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  შ.პ.ს.”თ და მ”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391  მე-3 პუნქტის მუხლის შესაბამისად 

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თ და მ”-ს (რეგისტრირებული  ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 4 აგვისტოს N2/4-2119  დადგენილებით):

ლიცენზია N  1213 გაცემული 30.09.99წ.- მოქმედების ვადა ათი (10) წელი.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მშენებლობა და შემდგომი  მომსახურება

2.მოდიფიცირებულ იქნეს N 1213 ლიცენზია საკუთარი განცხადების თანახმად და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქრთველოს კანონის 391-ე მუხლის   მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განესაზღვროს 2001 წლის 1 ივლისამდე. 

3.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები