გადაწყვეტილება N 163 შ.პ.ს.”ნიკა 95”-ის კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 163 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  შ.პ.ს.”ნიკა 95”-ის კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნიკა-95”-ს (რეგისტრირებული  ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 28 ნოემბრის N2/4-198  დადგენილებით):

 ლიცენზია N 519 გაცემული 25.05.98წ.- მოქმედების ვადა 29.04.2000 წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: მრავალარხიანი საკაბელო-სატელევიზიო მაუწყებლობა სათაო სადგურის გამოსასვლელი სიგნალის დონით 120 დბ.მკვ-მდე. 

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები