გადაწყვეტილება N 164 შ.პ.ს.”ნიკა 95”-ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001
მიღების თარიღი მარტი 30, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნიკა-95” (რეგისტრირებული ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 28 ნოემბრის N2/4-198 დადგენილებით):
ლიცენზია N 519 გაცემული 25.05.98წ.- მოქმედების ვადა 29.04.2000 წ.
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება
ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება
ლიცენზიის საგანი: მრავალარხიანი საკაბელო-სატელევიზიო მაუწყებლობა სათაო სადგურის გამოსასვლელი სიგნალის დონით 120 დბ.მკვ-მდე.
2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.