გადაწყვეტილება N 165 შ.პ.ს.”აჭარის ექსპრეს პოსტა”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 165 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  შ.პ.ს.”აჭარის ექსპრეს პოსტა”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარის ექსპრეს ფოსტა”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 18 ივნისის N01/04-341  დადგენილებით):

ლიცენზია N 272 გაცემული 21.05.97წ.- მოქმედების ვადა 03.04.2000 წელი.

ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით და დატარებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი:1).ყველა სახის საფოსტო გზავნილებათა (წერილები,ამანათები, ბანდეროლები) ფულის, ბარათების, ჟურნალ-გაზეთების მიღება და დაჩქარებული წესით გაგზავნა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე შემოსული გზავნილებების ადრესატისთვის დაჩქარებული წესით ჩაბარება; 2) ელექტრონული ფოსტის ბიურო ფაქსისა და საერთაშორისო  და  საქალაქთაშორისო  სატელეფონო  კავშირებით  მომსახურების  გაწევა;     3) საფოსტო მარკების რეალიზაცია.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები