გადაწყვეტილება N 166 შ.პ.ს.”აჭარის ექსპრეს ფოსტა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 166 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  შ.პ.ს.”აჭარის ექსპრეს ფოსტა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარის ექსპრეს ფოსტა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის  სასამართლოს 1996 წლის 18 ივნისის N01/04-341  დადგენილებით):

ლიცენზია N 272 გაცემული 21.05.97წ.- მოქმედების ვადა 03.04.2000 წელი

ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით და დატარებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი:1).ყველა სახის საფოსტო გზავნილებათა (წერილები,ამანათები, ბანდეროლები) ფულის, ბარათების, ჟურნალ-გაზეთების მიღება და დაჩქარებული წესით გაგზავნა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე შემოსული გზავნილებების ადრესატისთვის დაჩქარებული წესით ჩაბარება; 2) ელექტრონული ფოსტის ბიურო ფაქსისა და საერთაშორისო  და  საქალაქთაშორისო  სატელეფონო  კავშირებით  მომსახურების  გაწევა;     3) საფოსტო მარკების რეალიზაცია

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები