გადაწყვეტილება N 167 შ.პ.ს.”ინტეროპტიკა”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 167 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

შ.პ.ს.”ინტეროპტიკა”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინტეროპტიკა”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის  სასამართლოს 1995 წლის 9 ოქტომბრის N03/4-65  დადგენილებით):

 ლიცენზია N 795 გაცემული 24.12.98წ.- მოქმედების ვადა 13.11.99 წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატელევიზიო  მაუწყებლობა შემდეგი სამუშაო სიხშირეების გამოყენებით: 49.750 და 56.250 მგჰც (ქ. თბილისი, დავითაშვილის ქ.)

2. გაუქმდეს N74 ლიცენზია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად  მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე.

3.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები