გადაწყვეტილება N 169 შ.პ.ს. ტელეკომპანია”მვ”-ის კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 169 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

შ.პ.ს. ტელეკომპანია”მვ”-ის კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ტელეკომპანია „მვ”-ს (რეგისტრირებული ბოლნისის რაიონული სასამართლოს 1995წლის 9 აგვისტოს N23/4-5 დადგენილებით):

ლიცენზია N  218 გაცემული 15.01.97წ.- მოქმედების ვადა სამი (3) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა მე-5 მეტრულ არხზე 20 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. ბოლნისი და მიმდებარე რაიონები).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები