გადაწყვეტილება N 17 შ.პ.ს.”საქტელი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 17 / 5

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

შ.პ.ს.”საქტელი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში  გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქტელი” (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს   რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის N5/4-1789  დადგენილებით):

ა).ლიცენზია N 745 გაცემული 11.98წ. - მოქმედების ვადა 19.11.2003 წ.

ლიცენზიის სახე - თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი - მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება

ბ). ლიცენზია N 748 გაცემული 11.98წ. - მოქმედების ვადა 19.11.2003 წ.

ლიცენზიის სახე  - ადგილობრივი, საქალაქთაშრისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მოომსახურება

ლიცენზიის საგანი   - ადგილობრივი სატელეფონო სადგურებითა და ქსელებით მომსახურება

გ). ლიცენზია N 751 გაცემული 11.98წ. - მოქმედების ვადა 19.11.2003 წ.

ლიცენზიის სახე      - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობა

ლიცენზიის საგანი- უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირით მომსახურება შემდეგი სამუშაო სიხშირეების გამოყენებით 3405-3436 მგჰც და 3465-3492 მგჰც დიაპაზონში

დ).ლიცენზია N 825 გაცემული 01.99წ. - მოქმედების ვადა 19.11.2003 წ.

ლიცენზიის სახე - თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები