გადაწყვეტილება N 18 შ.პ.ს.”პერკომი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 18 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

შ.პ.ს.”პერკომი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  39-ე მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პერკომი”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 7 მაისის N4/4-432  დადგენილებით):

ა).ლიცენზია N 359 გაცემული 31.10.97წ. - მოქმედების ვადა 08.10.2002 წ.

ლიცენზიის სახე   - თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი - მონაცემთა გადაცემის ქსელის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს:

§         მონაცემთა გადაცემას,

§         ვიდეოკონფერენციას,

§         ხმოვანი სიგნალების გადაცემას.

ბ).ლიცენზია N 1188 გაცემული 29.09.99წ. - მოქმედების ვადა 17.09.2009 წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა -  საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი - ციფრული მრავალარხიანი ტელე-რადიო სარეტრანსლაციო ქსელის მომსახურება

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები